კლიმატ სერვისი (შემდგომში ClimateService) და დამკვეთი/კლიენტი/მომხმარებელი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
- კლიმატ სერვისი არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. კლიმატსერვისის მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
- Climateservice საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი.
შეკვეთის განხორციელება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზოტის განთავსებით. ასევე კლიმატსერვისთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
- ნივთის შესაძენად კლიენტი კლიმატსერვისის საბანკო ანგარიშზე ანთავსებს თანხას დეპოზიტის სახით.
- კლიენტს შეუძლია ისარგებლოს კლიმატსერვისის პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით და ამ გზით უზრუნველყოს დეპოზიტის განთავსება.
- ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
- ნივთის განვადებით შესაძენად, კლიმატსერვისი დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად. ნივთის განვადებით ყიდვის შემთხვევაში კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს არაუმეტეს 5 ლარიანი საკომისიოს გადახდა, რომელიც დამოკიდებულია მომსახურე ბანკსა და კლიმატსერვისის შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.
- განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.
- განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.