კლიმატ სერვისი
GEOENG
ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია

 

კომპანია კლიმატ სერვისი 2010 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს საინჟინრო სისტემების სრული სპექტრის მომსახურებას საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
კომპანიის მენეჯმენტი ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ, რომელიც საინჟინრო სისტემების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებასა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, 2010 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრული ელექტრომექანიკური სისტემების სამგანზომილებიან პროექტირებას, რომლის უპირატესობაა არა მხოლოდ უკეთესი ვიზუალური აღქმადობა, არამედ გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმიზაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული სერვისი დღესდღეობით დიდი წარმატებით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე. გარდა ამისა კლიმატ სერვისი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ფლობს პროგრამა MagiCad-ის ლიცენზიას, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფინანსურ და დროის დანაზოგს სთავაზობს მომხმარებელს და პროექტის მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

რატომ კლიმატ სერვისი?

 

 

 

კლიენტზე ორიენტაცია

ჩვენი მიზანია თქვენი მოთხოვნებისა და რესურსებისა გათვალისწინებით საუკეთესო გადაწყვეტილებების შემუშავება და თქვენი ინფორმირება მოსალოდნელი რისკების, შესაძლებლობებისა და შედეგების შესახებ. ჩვენ ვითვალისწინებთ რა შენობა-ნაგებობის ფუნქციებსა და დანიშნულებას, ვახდენთ საინვესტიციო და საექსპლუატაციო დანახარჯების ოპტიმიზაციას, ამგვარად ჩვენი გუნდის კონსულტაციით შექმნილი ტექნიკური დავალება ზედმიწევნით ესადაგება თქვენს მოლოდინს.

 

 

ჰოლისტიკური მიდგომა

ჩვენ გთავაზობთ საინჟინრო სისტემების სრული სპექტრის პროექტირებასა და მონტაჟს, რომელიც საჭიროა თქვენი შენობა-ნაგებობის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. ასეთი ჰოლისტიკური მიდგომა საშუალებას იძლევა, დაზოგოთ დრო და ფინანსები.

 

 

უახლესი ტექნოლოგიები

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამგანზომილებიანი პროექტები ზრდის ვიზუალურ აღქმადობას, ხოლო პროგრამა MagiCAD საშუალებას გვაძლევს უმოკლეს ვადებში შევასრულოთ მაღალი ხარისხის პროექტი უფრო ზუსტი კალკულაციით და მინიმუმამდე შევამციროთ თქვენი გაუთვალისწინებელი ხარჯები.

 

ჩვენი გუნდი – ჩვენი სიძლიერეა!

ჩვენ ვაერთიანებთ პროგრესულად მოაზროვნე, განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს განურჩევლად ასაკის, სქესისა და წარმომავლობისა. კვალიფიციური, სერტიფიცირებული ოსტატები მრავალწლიანი გამოცდილებით და ხარისხის მუდმივ სრულყოფაზე ორიენტირებული მენეჯმენტი მომხმარებლისთვის ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს.

 

შექმნის დღიდან კლიმატ სერვისის მიერ შესრულებული პროექტები ციფრებით ასე გამოიყურება:

  დავაპროექტეთ 850 000 მ2-ზე მეტი ფართის შიდა და გარე კომუნიკაციები;
  დავამონტაჟეთ 120 000 მ2-ზე მეტი ფართის შენობა-ნაგებობები;
  ხარისხის კონტროლი და კვლევა გავუწიეთ 90000 მ2-ზე მეტი ფართის ობიექტებს, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებთან
  (TÜV SÜD,TETRA TEC, USAID) თანამშრომლობით.

ჩვენ მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.