კლიმატ სერვისი
GEOENG
ვაკანსია ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

გვესაჭიროება პროგრესიულად მოაზროვნე განვითარების სურვილის მქონე თანამშრომელი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

 

რას გთავაზობთ:

• ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
• ზრდადი კომპანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობით;
• კორპორატიული ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ანაზღაურება დამოკიდებულია აპლიკანტის შესაძლებლობებსა და გამოცდილებაზე.

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია სრულყოფილად);
• საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით კი Word-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
• ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 
მოვალეობები:
• შეხვედრების, თათბირების, მივლინებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
• თანამშრომელთა პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
• კორესპონდენციის წარმოება;
• მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
• სტრუტურული ქვედანაყოფების კოორდინაციაში ასისტირება;
• უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა;
• საჭიროებისამებრ სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

 

შერჩევის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან:

1. CV/რეზიუმეების შერჩევა;
2. ტესტირება, მათ შორის ინგლისური ენაში;
3. გასაუბრება.

 

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: info@climateservice.ge არა უგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.