კლიმატ სერვისი
GEOENG
კლიმატ სერვისი სასტუმრო კოხტა მიტარბის MEP სისტემების მონტაჟს ახორციელებს

კლიმატ სერვისი საქართველოს მასშტაბით უნიკალური და გრძლევადიანი პროექტის მშენებლობის პროცესში ჩაერთო და სასტუმრო “კოხტა მიტარბის”  სრული საინჟინრო სისტემების ინსტალაციას ახორციელებს. კომპანია “რუმს ჰოტელ მენეჯმენტის” პროექტი მიტარბში, კოხტას მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების, წელიწადის ოთხივე სეზონზე მორგებული კურორტის განვითარებას მოიცავს. კურორტის სწორი გეგმარებასა და განვითარებაზე იზრუნა ფრანგი არქიტექტორების ჯგუფმა, რომელთაც განხორციელებული აქვთ არაერთი მასშტაბური პროექტი საფრანგეთის ალპებში, ასევე სხვა მსოფლიო მასშტაბით ცნობილ საერთაშორისო კურორტებზე.

მიმდინარე ეტაპზე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, აშენებულია საცხოვრებელი კომპლექსის აპარტამენტების პირველი ბლოკები და სასტუმრო. პროექტის პირველი ფაზა, რაც სასტუმროს, საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსისა და საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, 2017 წლამდე უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო ეტაპზე მიტარბის განვითარების გენერალური გეგმა შემუშავდება, რომელიც კურორტის 10-15 წლიანი განვითარების კონცეფციას განსაზღვრავს. საბოლოოდ, მიტარბი უნდა იქცეს მაღალი სტანდარტის სერვისებისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან კურორტად, რომელიც დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.