კლიმატ სერვისი
GEOENG
კლიმატ სერვისი ქართულ ბაზარს ახალ პროდუქციას სთავაზობს

 

მოდულური საქვაბე ოთახი

 

Arrow
Arrow
ArrowArrow
Slider
 
საწარმოს მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლიდან კლიმატ სერვისი  ქართულ ბაზარს არა მხოლოდ სრული ელექტომექანიკური სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და კონსალტინგს, არამედ პროდუქციასაც სთავაზობს, როგორიცაა მოდულური საქვაბე ოთახი.

ზოგადად საქვაბე ოთახი შეიძლება იყოს ძირითადი შენობა-ნაგებობის ნაწილი ან ცალკე მდგომი ობიექტი, რომლის ადგილზე აშენებას და მოწყობას სჭირდება ტექნიკური პერსონალი და პროექტი რომელსაც შეასრულებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინჟინერი. კერძოდ, კლიენტის საჭიროებებზე დაყრდნობით ხდება საქვაბე მოდულის პროექტირება და აწყობა ყველა სტანდარტის დაცვით.
 

რა უპირატესობები აქვს ასეთ საქვაბეს?

 
საშუალებას გვაძლევს:

  • დავზოგოთ დრო და ფინანსური რესურსები;
  • მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი.

აღჭურვილია:

  • სრული ავტომატიკით;
  • დისტანციური მართვის ჭკვიანი სისტემით;
  • უსაფრთხოებისთვის ვიდეომეთვალყურეობით;
  • უწყვეტი კვების წყაროთი;
  • ძაბვის ვარდნის დაცვისა და წყლის სატუმბი სისტემებით.

ასევე:

  • არის მარტივად ტრანსპორტირებადი და ინსტალირებადი;
  • აქვს გარანტია 3-5 წელი;
  • აქვს ტექნიკური მხარდაჭერა 24/7.