კლიმატ სერვისი
GEOENG
ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კლიმატ სერვისი 2010 წლიდან იურიდიულ პირებს სთავაზობს სრული ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და კონსალტინგს. 2016 წლიდან შეიქმნა კლიმატ სერვისის საწარმო, რომელიც მომსახურებასთან ერთად მომხმარებლებს კონკურენტუნარიან პროდუქციასაც შესთავაზებს. გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
• გაყიდვების სხვადასხვა არხებისა და შესაძლებლობების მოძიება და გამოყენება;
• სამშენებლო მასალების რეალიზაცია;
• პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა (სპეციფიკური პროდუქტის შესახებ ტრენინგს უზრუნველყოფს კომპანია);
• პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან შეხვედრების ორგანიზება;
• კლინტთა ბაზის წარმოება;
• შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• გამართული მეტყველება;
• დარწმუნებისა და პრეზენტაციის უნარი;
• პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა;
• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + % გაყიდვებიდან.

შერჩევის პროცედურა შედგება 2 ეტაპისგან:
1. CV/რეზიუმეების შერჩევა;
2. გასაუბრება.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: i.kalbieva@climateservice.ge არა უგვიანეს 2017 წლის 26 მაისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.